Herio-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 

ძირითადი ინფორმაცია

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს ჩვენ სერიოზულად ვუდგებით და მკაცრად ვიცავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მარეგულირებელ კანონმდებლობას.

ქვემოთ მოცემული პირობები წარმოდგენას შეგიქმნით როგორ უზრუნველვყოფთ Herio-ს აპლიკაციის გამოყენებისას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას, რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ, რა არის დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი. 

მონაცემთა დამმუშავებლის საკონტაქტო მონაცემები

  • ელ. ფოსტა -  team@herioapp.com
  • ფაქტობრივი მისამართი - მერაბ კოსტავას 14
  • მობილურის ნომერი - +995 599 088 309

გამოყენების სფერო და მნიშვნელოვანი პირობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გამოყენების სფერო

ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ Herio-ს აპლიკაციაზე (შემდგომში „აპლიკაცია“).

აპლიკაცია შესაძლოა შეიცავდეს სხვა პროვაიდერების ვებ-გვერდების ლინკებს, რომელებზეც არ ვრცელდება ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. 

პირობები

პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, გადაცემა, შენახვა, დამუშავება და სხვაგვარი გამოყენება ამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ერთობლივად, ასევე, მოხსენიებულია, როგორც ტერმინი „დამუშავება“.

პერსონალური მონაცემი არის მონაცემი, რომელიც იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას, ან სხვა მასთან დაკავშირებული მონაცემი. 

აპლიკაციის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები

წაშლა და დაბლოკვა

თუ თქვენ გამოიხმობთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით, პერსონალური მონაცემები წაიშლება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც ინახებოდა ინფორმაცია, ან იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შენახვა სხვა სამართლებრივი საფუძვლებით არ არის დასაშვები. თუ ინფორმაციის შენახვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გათვალისწინებით ინფორმაციის შენახვა არის აუცილებელი ასეთი ინფორმაცია წაშლის ნაცვლად დაიბლოკება შემდგომი გამოყენებისთვის.

მონაცემების მოწოდების ნებაყოფლობითობა 

ზოგადად აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების მოწოდების ვალდებულება არ გაქვთ არც სამართლებრივად და არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თქვენ არ ხართ ვალდებული  აპლიკაციაში მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები. მიუხედავად ამისა, აპლიკაციის ფუნქციების გამოყენებისთვის შესაძლებელია საჭირო იყოს პერსონალური მონაცემების დამუშავება. იმ შემთხვევაში თუ არ მოგვაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვერ შეძლებთ აპლიკაციით სარგებლობას. 

მონაცემების ავტომატური დამუშავება აპლიკაციის გახსნისას („ლოგ-ფიალები“)

ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ვამუშავებთ ინფორმაციას ეგრეთ წოდებული სერვერის ლოგ-ფაილების სახით, რომელსაც აპლიკაცია ავტომატურად უგზავნის ჩვენს სერვერებს. 

ასეთი ინფორმაცია ტექნიკურად არის საჭირო აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის და აპლიკაციით გათვალისწინებული ყველა ფუნქციის ხელმისაწვდომობისთვის.

მომხმარებლის ანგარიში 

მომხმარებლის ანგარიშის გახსნისთვის საჭიროა, მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, კერძოდ: თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, და  მომხმარებლის სხვა მონაცემები. მომხმარებლის ანგარიში ემსახურება აპლიკაციაში თქვენი იდენტიფიცირების მიზანს. აპლიკაციის გამოყენება არ არის შესაძლებელი მომხმარებლის ანგარიშის გარეშე. 

მომხმარებლის ინფორმაცია იშლება როდესაც თქვენ აუქმებთ თქვენს ანგარიშს და მონაცემები სხვა მიზნობრიობით დასამუშავებლად აღარ არის საჭირო. თუ კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის შენახვის ვადის გამო ამის საჭიროება არსებობს, მონაცემები არ წაიშლება, მაგრამ ასევე არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისთვის.

რა მიზნობრიობით შეიძლება აპლიკაციის მიერ მონაცემები დამუშავდეს?

ზემოთ მითითებული მონაცემები მუშავდება აპლიკაციის ფუნქციონალების გამოყენების მიზნით (კონფიგურაცია, სისტემისთვის მომსახურების გაწევა, სისტემის მონიტორინგი, სისტემასთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა (მაგ. გაფრთხილებები, შეკეთება).

დამატებით, ჩვენ მიერ მონაცემები მუშავდება მომსახურების გაუმჯობესების და სისტემის დეველოპმენტის მიზნით. 

რატომ არის ნებადართული მონაცემების დამუშავება (სამართლებრივი საფუძვლები)?

მომხმარებელთან მიმართებაში მონაცემების დამუშავების საფუძველი პირველ რიგში არის მომხმარებლის მიერ გამოხატული თანხმობა, მონაცემების დამუშავების მიზანი და შემდეგ, ასევე, ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

როდის წაიშლება მონაცემები?

მონაცემები იშლება 3 (სამი) წლის შემდეგ, თუ არ არსებობს მონაცემების უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის სამართლებრივი ვალდებულება.  

მონაცემთა სუბიექტების უფლებების შესახებ ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ეს ნაწილი გაწვდით დამატებით ინფორმაციას თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების გამოყენების და ჩვენს წინააღმდეგ რეალიზაციის საშუალებების შესახებ. თქვენი უფლებების განხორციელებამ მაგ. წაშლამ, დამუშავების შეზღუდვამ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც აპლიკაციის ფუნქციონალების შეზღუდვა, ისე თავად აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა. 

თქვენი პიროვნების დადგენა

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად  ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პერსონალურ მონაცემებს სახელშეკრულებო საფუძველზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამუშავებთ, ან თუ გვაქვს გონივრული ეჭვი. ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით მაშინ შეიძლება დადგეს როდესაც ინფორმაცია ელექტრონული ფორმითაა მოთხოვნილი, თუმცა გამომგზავნის პირის დეტალებიდან არ დგინდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

თქვენ უფლება გაქვთ:
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია დამუშავების მიზნების, მონაცემების კატეგორიის, იმ პირების კატეგორიების შესახებ, რომელთაც გადაეცათ, ან გადაეცემათ თქვენი მონაცემები, შენახვის ვადის შესახებ ინფორმაცია, მონაცემების გასწორების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან პრეტენზიის გაცხადების, საჩივრის  უფლების შესახებ, მონაცემების წარმომავლობის შესახებ;
  • მოითხოვოთ ჩვენ მიერ შენახული არასწორი, ან არასრული პერსონალური მონაცემების შესწორება;
  • მოითხოვოთ ჩვენ მიერ შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემების დამუშავება საჭიროა სიტყვისა და გამოხატვის უფლების განხორციელებისთვის, კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის, საჯარო ინტერესის დასაცავად, ან კანონიერი ინტერესის დასაცავად;
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა, თუ  სადავოდ ხდით მონაცემების სიზუსტეს, თუ მონაცემების დამუშავება არაკანონიერია;
  • სტრუქტურიზებულად, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიიღოთ ის მონაცემები, რომლებიც თქვენ მოგვაწოდეთ, ან მოითხოვოთ მონაცემების სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა;

ჩვენ განვიხილავთ თქვენს თხოვნას, წავშლით დავბლოკავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ან გაცნობებთ ჩვენი პოზიციის შესახებ თქვენი შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღეში. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ, ასევე, შესაძლებელია დავბლოკოთ მონაცემების გამოყენება თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში მანამ, სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას თქვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით.