Herio-ს „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
Herio-ს აპლიკაცია იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies), რათა განგასხვავოთ თქვენ ჩვენი აპლიკაციის სხვა მომხმარებლებისგან.
ეს გვეხმარება გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება ჩვენი აპლიკაციის გამოყენებისას და ასევე საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ Herio-ს აპლიკაცია.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Herio-ს წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით წინამდებარე დოკუმენტის თქვენზე გავრცელებას.
„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც აპლიკაცია თქვენი სტუმრობისას თქვენსავე მობილურ ტელეფონში ინახავს.
ჩვენ ვიყენებთ შემდეგ „მზა-ჩანაწერებს“:
- მკაცრად აუცილებელი „მზა-ჩანაწერები“. ეს არის „მზა-ჩანაწერები“, რომლებიც საჭიროა ჩვენი აპლიკაციის მუშაობისთვის. ეს აუცილებელი „მზა-ჩანაწერები“ ყოველთვის ჩართულია, რადგან ჩვენი აპლიკაცია მათ გარეშე გამართულად არ იმუშავებს. მაგალითისთვის ისინი მოიცავს, „მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ ჩვენი აპლიკაციის დაცულ ზონებში. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ეს „მზა-ჩანაწერები“ თქვენი პარამეტრებიდან, მაგრამ შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ აპლიკაციის მთელ ან გარკვეულ ნაწილებზე წვდომას.
- ანალიტიკური ან მოქმედების „მზა-ჩანაწერები“. ეს საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ და დავთვალოთ ვიზიტორთა რაოდენობა და ვნახოთ, როგორ მოძრაობენ ვიზიტორები ჩვენს აპლიკაციაში, როდესაც იყენებენ მას. იგი გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი აპლიკაციის მუშაობა, მაგალითად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლები ადვილად პოულობენ იმას, რასაც ეძებენ.
- ფუნქციონალური „მზა-ჩანაწერები“. ისინი გამოიყენება თქვენი ამოცნობისთვის, როდესაც ბრუნდებით ჩვენს აპლიკაციაში. საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ჩვენი კონტენტის პერსონალიზაცია თქვენთვის, მოგმართოთ სახელით და დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები (მაგალითად, თქვენი არჩევანი ენის ან რეგიონის შესახებ).
- მიზნობრივი „მზა-ჩანაწერები“. ეს „მზა-ჩანაწერები“ აღრიცხავს თქვენს ვიზიტს ჩვენს აპლიკაციაში, თქვენ მიერ მონახულებულ გვერდებსა და ბმულებს, რომლებსაც მიჰყევით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას, რათა აპლიკაცია უფრო შესაბამისი გახდეს თქვენს ინტერესებთან. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეებს ამ მიზნით, რათა მათ განათავსონ შესაბამისი რეკლამა თქვენთვის.
გარდა აუცილებელი „მზა-ჩანაწერებისა“, ყველა „მზა-ჩანაწერი“ იშლება 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან საჩივარი ჩვენს მიერ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: team@herioapp.com
საკითხები, რომლებიც დარეგულირებული არ არის „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკით, რეგულირდება Herio-ს წესებითა და პირობებით, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტი.