განახლებულია 20.02.2025
წინამდებარე დოკუმენტი არის Herio-ს მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს თქვენი და Herio-ს უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
„ანგარიში“
აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ შექმნილი პროფილი
„აპლიკაცია“
ნიშნავს Herio-ს მობილურ აპლიკაციას, რომელიც ხელმისაწვდომია App store ან Google play-ის საშუალებით
„მომხმარებელი“
ნიშნავს ნებისმიერ 18 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელმაც ჩამოტვირთა „აპლიკაცია“ და სარგებლობს„აპლიკაციით“, წინამდებარე „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად
„პარტნიორი“
ნიშნავს Herio-ს პარტნიორ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლის შეთავაზება დასაქმების ან/და მომსახურების მიღების თაობაზე განთავსებულია „აპლიკაციაში“
„სამუშაოს მაძიებელი“
ნიშნავს „მომხმარებელს“, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრირდება პროექტის მოძიების მიზნით
„ჩვენ“ ან „Herio“
ნიშნავს შპს “ჰერიო სოლუშენს”-ს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ და მოქმედ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას
„წესები და პირობები“
ნიშნავს წინამდებარე დოკუმენტს, რომელიც ასევე მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და „მზა ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკას. ნებისმიერი ასეთი პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს.
2.1. „აპლიკაცია“ შესაძლებლობას აძლევს „სამუშაოს მაძიებელს“ მარტივად მოიძიოს და დაუკავშირდეს „პარტნიორს“ მომსახურების გაწევის ან/და დასაქმების მიზნით და პირიქით.
2.2. „აპლიკაციას“ მართავს შპს “ჰერიო სოლუშენს” (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 405646920, იურიდიული მისამართით საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N33ა
2.3 ნებისმიერ საკითხზე (მათ შორის შენიშვნების ან/და კითხვების არსებობის შემთხვევაში) Herio-სთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, მიმართოთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს შემდეგ მისამართებზე:
ელ. ფოსტა - team@herioapp.com
ფაქტობრივი მისამართი - მერაბ კოსტავას 14
მობილურის ნომერი - +995 599 088 309
3.1. გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს „აპლიკაციაში“ რეგისტრაციამდე.
3.2. „აპლიკაციაში“ რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, უფლებაუნარიანი, ქმედუნარიანი და ფლობთ ნებისმიერ და ყველა თანხმობას წინამდებარე „აპლიკაციით“ სარგებლობისთვის.
3.3. „აპლიკაციაში“ რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით „წესებისა და პირობების“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვისა”და „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკის შინაარსს, მათი დებულებების თქვენზე გავრცელებასა და გამოყენებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, არ დარეგისტრირდეთ ან არ გამოიყენოთ აპლიკაცია.
4.1. „აპლიკაციით“ სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
4.2. აპლიკაციაში რეგისტრაციის გასავლელად პირმა, რომელიც „აპლიკაციაში“ პროექტის მოძიების მიზნით რეგისტრირდება, „აპლიკაციის“ პირველ გვერდზე უნდა აირჩიოს ველი - „სამუშაოს ვეძებ“, შემდგომ ანგარიშის შექმნის გვერდზე შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა. მითითებულ სარეგისტრაციო ფორმაში სავალდებულოა შემდეგი პერსონალური ინფორმაციის მითითება: სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, სისტემაში შესასვლელი პაროლი.
4.3. რეგისტრაციის პროცესის დასრულებით „სამუშაოს მაძიებლის“ ნება „აპლიკაციაში“ მომხმარებლად რეგისტრაციის თაობაზე დამატებით საჭიროებს Herio-ს მიერ ვერიფიკაციას. ვერიფიკაციის მიზნით „სამუშაოს მაძიებელმა“ უნდა შეავსოს დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის საბანკო ანგარიში ანგარიშსწორების მიზნით, მისთვის საინტერესო ტიპის პროექტის შესახებ ინფორმაცია, არის თუ არა მცირე მეწარმე და სხვა. Herio უზრუნველყოფს ვერიფიკაციის პროცესის დაახლოებით 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში დასრულებას, რის შემდგომაც დასრულების თაობაზე (დადებითი ან უარყოფითი პასუხი) პირი შეტყობინებას მიიღებს მის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე.
4.4. აპლიკაციაში „პარტნიორის“ რეგისტრაციის გასავლელად პირმა, რომელიც „აპლიკაციაში“ რეგისტრირდება დამსაქმებლის სტატუსით, „აპლიკაციის“ პირველ გვერდზე უნდა აირჩიოს ველი - „დამსაქმებელი ვარ“, შემდგომ გვერდზე მისი სტატუსის შესაბამისად - აირჩიოს იურიდიული პირის ან ინდივიდის სარეგისტრაციო ფორმა და შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა.
4.5. იურიდიული პირის სარეგისტრაციო ფორმაში სავალდებულოა შემდეგი პერსონალური ინფორმაციის მითითება: იურიდიული პირის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მობილურის ნომერი, სისტემაში შესასვლელი პაროლი. რეგისტრაციის შემდეგ „პარტნიორი“ ვალდებულია აირჩიოს მისი საქმიანობის შესაბამისი ინდუსტრია და აღწერილობის ველში მიუთითოს მის შესახებ ინფორმაცია.
4.6. ფიზიკური პირის სარეგისტრაციო ფორმაში სავალდებულოა შემდეგი პერსონალური ინფორმაციის მითითება: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, სისტემაში შესასვლელი პაროლი.
4.7. რეგისტრაციის დასრულებამდე პირმა უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი, რომლითაც ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს. დასაქმების მაძიებელმა პირმა და დამსაქმებელმა სტატუსით ინდივიდი დამატებით უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი, რომლითაც ადასტურებენ სრულწლოვანებას.
4.8. ანგარიშის შექმნის შემდგომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ან/და დაამატოს მის მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ინფორმაცია.
4.9. „ანგარიშის“ უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია „მომხმარებელმა“ არ გამოიყენოს სხვა პლატფორმაზე გამოყენებული იდენტური მონაცემები. ნებისმიერ შემთხვევაში, Herio არ არის პასუხისმგებელი „ანგარიშის“ უსაფრთხოების „მომხმარებლის“ მხრიდან უზრუნველყოფაზე.
4.10. „აპლიკაციაში“ რეგისტრაციით „მომხმარებელი“ ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.10.1. Herio-სთვის ნებისმიერ მომენტში მიწოდებული ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია არის სრული და უტყუარი.
4.10.2. დაიცავს და შეინარჩუნებს „ანგარიშის“ მონაცემების კონფიდენციალურობას.
4.10.3. უზრუნველყოფს ანგარიშზე მესამე პირების დაშვების შეზღუდულ წვდომას.
4.11. „მომხმარებლის“ მიერ მათ შორის და არამხოლოდ არასწორი, ყალბი, განზრახ შეცდომაში შემყვანი ან საეჭვო ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში Herio უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეუჩეროს ან შეუწყვიტოს „მომხმარებელს“ „ანგარიშზე“ წვდომა.
5.1. „აპლიკაციაში“ რეგისტრაციით „მომხმარებელი“ ეთანხმება, რომ Herio-მ გაუგზავნოს შეტყობინებები.
5.2. მომხმარებელთან კომუნიკაცია ხორციელდება, სატელეფონო კომუნიკაციის გზით ან/და ელექტრონული ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან/და აპლიკაციის შეტყობინებების (notifications) გზით. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, Herio უფლებამოსილია შეინახოს და გამოიყენოს „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზების მიზნებისათვის.
5.3. „მომხმარებელს“ ნებისმიერ დროს „პარამეტრების“ ველიდან შეუძლია განსაზღვროს შეტყობინებების მიღების პირობები. „მომხმარებლისთვის“ ცნობილია, რომ შეტყობინების დროულად მიღება და შესაბამისი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია Herio-ს ოპერაციული მუშაობისთვის და ნებისმიერი და ყველა სახის რისკი და შედეგი, რომელიც შეტყობინების მიღებაზე უარის თქმასთან ან/და დაყოვნებასთან არის დაკავშირებული „მომხმარებლის“ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
5.4. „აპლიკაციაში“ რეგისტრაციით, „მომხმარებელი“ აცხადებს თანხმობას სარეკლამო სერვისების, სიახლეების გამოწერაზე. აღნიშნული გამოწერის გაუქმება „მომხმარებელს“ შეუძლია აპლიკაციის „პარამეტრების“ ველიდან.
6.1. შესაბამისი პროექტის ან/და „სამუშაოს მაძიებლის“ მოძიების მიზნით, „მომხმარებელს“ შესაძლებლობა აქვს „ანგარიშიდან“ დაათვალიეროს, შეარჩიოს მისთვის სასურველი შეთავაზებები, გაეცნოს Herio-ს მიერ მისთვის გაგზავნილ შესაბამის შეთავაზებებს ან/და დაათვალიეროს „სამუშაოს მაძიებლის“ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გვერდი.
6.2. „მომხმარებელი“ თავად არის პასუხისმგებელი შეთავაზების თაობაზე დაინტერესების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისთვის, მათ შორის შეთავაზებაზე მისი ინტერესის თაობაზე ინფორმაციის, შესაბამისი სამოტივაციო წერილისა თუ დამატებითი ინფორმაციის გაგზავნაზე.
6.3. „მომხმარებლისთვის“ ცნობილია, რომ გამართული „ანგარიში“, მათ შორის სრულყოფილად შევსებული შემდეგი ველები, თუმცა არა მხოლოდ: უნარები, ინტერესის ობიექტი, ტიპი და ასე შემდეგ, ხელს უწყობს, თუმცა არ ქმნის გარანტიას, მისთვის შესაბამისი შეთავაზების განხორციელებისთვის.
6.4. „პარტნიორს“ შესაძლებლობა აქვს „სამუშაოს მაძიებელს“ დაუკავშირდეს მის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ან/და შესაბამის აპლიკაციაში, მათ შორის Whatsapp-ით. „პარტნიორის“ მიერ შემოთავაზებული ანაზღაურების დადასტურება, მიიჩნევა „პარტნიორსა“ და „სამუშაოს მაძიებელს“ შორის შეთანხმების შემდეგ, საბოლოო შეთავაზება „აპლიკაციით“ ეგზავნება „სამუშაოს მაძიებელს“. „საბოლოო შეთავაზების“ „სამუშაოს მაძიებლის“ მიერ დადასტურება მიიჩნევა საბოლოო დადასტურებად.
6.5. „სამუშაოს მაძიებლის“ მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული საბოლოო დადასტურების შემთხვევაში, სამუშაოს დაწყების დროდ მიიჩნევა „აპლიკაციაში“ მითითებული დრო.
6.6. „მომხმარებლისთვის“ საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, „პარტნიორსა“ და „სამუშაოს მაძიებელს“ შორის პროექტის განხორციელების დადასტურების შემთხვევაში, Herio-ს გუნდი უზრუნველყოფს „სამუშაოს მაძიებელსა“ და Herio-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მოითხოვს „სამუშაოს მაძიებლის“ ადგილზე გამოცხადებას, „პარტნიორი“ ვალდებულია პროექტის დაწყებისას „აპლიკაციაში“ მიუთითოს ინფორმაცია „სამუშაოს მაძიებლის“ ადგილზე გამოცხადების შესახებ.
6.8. პროექტი ავტომატურად დასრულებულად მიიჩნევა „აპლიკაციაში“ თავდაპირველად მითითებულ დროზე ან/და „აპლიკაციაში“ საბოლოო შეთავაზების გაგზავნის შემთხვევაში, საბოლოო შეთავაზებაში მითითებულ დროზე ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.9. პროექტის დასრულების შემდეგ, „სამუშაოს მაძიებელი“ ვალდებულია „აპლიკაციაში“ მიუთითოს ინფორმაცია პროექტის დასრულების შესახებ და შეაფასოს „პარტნიორი“ „აპლიკაციაში“ არსებული შეფასების ფორმის შესაბამისად.
6.10. პროექტის დასრულების შემდეგ, „პარტნიორი“ ვალდებულია „აპლიკაციაში“ მიუთითოს ინფორმაცია პროექტის დასრულების შესახებ და შეაფასოს „სამუშაოს მაძიებელი“ „აპლიკაციაში“ არსებული შეფასების ფორმის შესაბამისად.
6.11. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ „პარტნიორი“ ან/და „სამუშაოს მაძიებელი“ სამუშაოს დასრულების შემდეგ ფაქტობრივად არ დაასრულებენ სამუშაოს მიღებას ან/და გაწევას, აღნიშნული არ წარმოადგენს Herio-ს პასუხისმგებლობას.
7.1. „მომხმარებელი“ „აპლიკაციით“ სარგებლობისთვის არ იხდის საკომისიოს. ხოლო „პარტნიორის“ საკომისიო და მისი ოდენობა გამოითვლება „აპლიკაციაში“ ავტომატურად „პარტნიორის“ მიერ განცხადების გამოქვეყნების შესაბამისად.
7.2. „სამუშაოს მაძიებელი“ შესრულებული პროექტის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს „პარტნიორისა“ და „სამუშაოს მაძიებლის“ მიერ პროექტის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღიდან – 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3. Herio ვალდებულია „სამუშაოს მაძიებელს“ შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს „სამუშაოს მაძიებლის“ „ანგარიშში“ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
7.4. თანხის გადახდას ადასტურებს შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. Herio არ არის პასუხისმგებელი ანგარიშსწორების პროცესის არცერთ ქმედებაზე.
8.1. „მომხმარებელს“ შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს „ანგარიში“ „აპლიკაციიდან“ „პარამეტრების“ ველის გამოყენებით გამოყენებით.
8.2. გარდა ამისა, Herio იტოვებს უფლებას, შეტყობინების საფუძველზე ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან/და გააუქმოს ნებისმიერი „ანგარიში“ „აპლიკაციაში“ ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, თაღლითური, ყალბი ან უკანონო ინფორმაციის მიწოდების ან/და გამოყენების ეჭვის შემთხვევაში ან „მომხმარებლის“ ანგარიშის იმგვარი გამოყენებისას, რაც ეწინააღმდეგება ამ „წესებსა და პირობებს“.
8.3. Herio-ის მიერ ნებისმიერი მიზეზით „ანგარიშის“ გაუქმების მიუხედავად Herio უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს ან მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენოს „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები.
8.4. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში „მომხმარებელს“ შეუძლია Herio-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს ელ. ფოსტით გაუგზავნოს შეტყობინება მისი მონაცემების დავიწყების/განადგურების და გამოყენების აკრძალვის თაობაზე. ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე Herio წაშლის „მომხმარებლის“ პერსონალურ ინფორმაციას და შეწყვეტს მარკეტინგული მიზნებისთვის „მომხმარებლისთვის“ შეტყობინების გაგზავნას.
9.1. „წესები და პირობები“ ძალაში შედის მისი გამოქვეყნების თარიღზე და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
10.1. „აპლიკაციაში“ წარმოდგენილი ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ („as is“) პრინციპით და Herio არ გასცემს რაიმე სახის ნაგულისხმევ ან აშკარა გარანტიას. ამასთანავე Herio არ გასცემს რაიმე სახის ნაგულისხმევ ან აშკარა გარანტიას აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის სიზუსტესა ან სანდოობაზე, ან ასეთ მასალებთან დაკავშირებით ნებისმიერ დაკავშირებულ ვებგვერდებზე. მიუხედავად Herio-ს მცდელობისა, შეინარჩუნოს „აპლიკაცია“ შინაარსის სიზუსტე/სისწორე და განაახლოს ის მუდმივად, Herio არ იძლევა გარანტიას „აპლიკაციის“ შინაარსის სისწორისა და მართებულობის შესახებ.
10.2. Herio არ არის ვალდებული მოახდინოს ნებისმიერი მსურველის „აპლიკაციაში“ ვერიფიკაცია და Herio პასუხს არ აგებს ვერიფიკაციის პროცესის დასრულებისას მიღებული გადაწყვეტილებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
10.3. Herio პასუხისმგებელი არ არის „აპლიკაციის“ მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომობაზე და არ გასცემს გარანტიას, რომ „აპლიკაციას“ არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
10.4. Herio-ს პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში Herio-ს პასუხისმგებლობა შეზღუდულია დამდგარი ზიანის 0,1% (ნული მთელი ერთი მეათედი) ოდენობით.
10.5. Herio პასუხისმგებელი არ არის „აპლიკაციაში“ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის შეთავაზებების პირობების, ანაზღაურების, სამუშაო საათების სისწორეზე, „მომხმარებლის“ მიერ მითითებული ინფორმაციის, გამოცდილების, ასაკის თუ სხვა ინფორმაციის სისწორეზე.
10.6. Herio არ წარმოადგენს და არ გასცემს დასაქმების, პროექტის ან „სამუშაოს მაძიებლის“ პოვნის გარანტიას და დაუშვებელია Herio-ს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვალოს ასეთი გარანტიის გაცემად. Herio არის „სამუშაოს მაძიებლისა“ და „პარტნიორის“ დამაკავშირებელი პლატფორმა და პასუხისმგებლობას არ იღებს მის მიერ „სამუშაოს მაძიებელსა“ და „პარტნიორის“ დაკავშირების შედეგად პოტენციურად წარმოშობილი ურთიერთობიდან წარმოშობილ ნებისმიერ უთანხმოებასა თუ დავაზე.
10.7. Herio არ არის ვალდებული აანაზღაუროს Herio-ს, მისი დასაქმებულების ან აგენტების გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანი ან შედეგობრივი პასუხისმგებლობა (მათ შორის მიუღებელი შემოსავალი, არაპირდაპირი ზიანი).
10.8. Herio-ს არ განუხორციელებია აპლიკაციასთან დაკავშირებული ყველა ვებგვერდის ყოვლისმომცველი შემოწმება და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე.
10.9. Herio არ არის პასუხისმგებელი რაიმე ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მოჰყვეს „აპლიკაციაში“ არსებული მასალების, ინფორმაციის გამოყენებას ან მათი გამოყენების შეუძლებლობას, მაშინაც კი, თუ Herio-ს ან ვებგვერდის უფლებამოსილ წარმომადგენელ(ებ)ს ეცნობა ზეპირად ან წერილობით ასეთი ზიანის მიღების შესაძლებლობის შესახებ.
10.10. „აპლიკაციაში“ განთავსებული ნებისმიერი რეკლამა არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და შეიძლება განიმარტოს, როგორც მოწვევა ოფერტზე. ნებისმიერი დარეკლამებული პირობა თქვენ მიერ უნდა გადამოწმდეს შესაბამის მხარესთან.
10.11. „აპლიკაციის“ გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ არც Herio, არც მისი ოფიცრები, თანამშრომლები არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელნი ნებისმიერი მესამე მხარის პრეტენზიებზე, მოთხოვნებზე ან ზიანზე, მათ შორის, იურიდიული მომსახურების საფასურისთვის.
11.1. რეგისტრაციის დროს „მომხმარებლის“ მიერ მითითებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
11.2. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12.1. აპლიკაციაში განთავსებული მასალები დაცულია საავტორო უფლებებითა და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონით. აპლიკაციაში არსებული საავტორო უფლებებითა და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონით დაცული ობიექტების ნებისმიერი სახით გამოყენება Herio-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
12.2. „აპლიკაციის“ გამოყენებით „მომხმარებელზე“ არ გადადის ინტელექტუალური საკუთრების არცერთი უფლება.
12.3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევა Herio-ს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს ნებისმიერი და ყველა ზიანის, ხარჯის ან დანახარჯის ანაზღაურება და დააკისროს პასუხისმგებელ პირს პირგასამტეხლო ზიანის 0.1%-ის ოდენობით ოდენობით.
13.1. Herio-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეხედულებისამებრ შეცვალოს წესები და პირობები. თქვენი პასუხისმგებლობაა პერიოდულად გადახედოთ „წესებსა და პირობებს“. ასეთი ცვლილებების შემდეგ, თქვენ მიერ „აპლიკაციით“ სარგებლობა და მოქმედების განხორციელება მიიჩნევა თქვენ მიერ „წესებისა და პირობების“ ცვლილებაზე თანხმობად.
14.1. წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად. ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქართულ ვერსიას.
15.1. წინამდებარე „წესები და პირობები“ და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა მასთან ან მის საგანთან დაკავშირებით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.2. ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში „მომხმარებელს“ შეუძლია „აპლიკაციიდანვე“ მიმართოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად.
15.3. თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით.