Close icon

We are not there yet

We are finalising development of HERIO App. But you can still join us to find work or find employees. Leave your email and our team will get in touch with you in 1 business day

აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს ___ (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე  შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ აპლიკაცია „ჰერიოს“ პლატფორმის გამოყენებას და კომპანიის მიერ მომხმარებლის პირადი მონაცემების შეგროვება/შენახვის სტანდარტებს. a
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ ელექტრონული თანხმობის გამოხატვით.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება.
ხელშეკრულება - წინამდებარე წესები და პირობები;
აპლიკაცია - „ჰერიოს“ მობილური აპლიკაცია ტელეფონებისთვის;
კომპანია - აპლიკაცია „ჰერიოს“ მესაკუთრე შპს ___ ;
დამკვეთი - წინამდებარე ხელშეკრულებაში „დავალების“ მიმცემი მოხსენიებული იქნება, როგორც „დამკვეთი“. დამკვეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს მოკლევადიანი მომსახურების/შესრულების მიღება შემსრულებლისგან და რომელიც აღნიშნული მიზნისათვის „პლატფორმაზე“ განათავსებს „ვაკანსიას“;
შემსრულებელი -  (მაგ.: ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვ.) პირი, რომელიც ჰერიოს მიერ განსაზღვრული წესებითა და პირობებით,უკავშირდება დამკვეთს ჰერიოს საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და მიზნად ისახავს მომსახურების გაწევას დამკვეთის სასარგებლოდ;
ვაკანსია - დამკვეთის მიერ, ჰერიოს აპლიკაციაში გამოცხადებული და განთავსებული ინფორმაცია, მისი საჭიროებების შესახებ, რაც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკას - სამუშაო ადგილს, თარიღს, ვადას, ანაზღაურებას და სხვა სპეფიციურ მოთხოვნებს;
ტარიფი - მომსახურების ღირებულება, რომმლის გადახდაც ევალება დამკვეთს ჰერიოსთვის;
ანაზღაურება - შემსრულებლის მომსახურების ღრებულება, გადასახადების ჩათვლით ან მის გარეშე, ისე, როგორც არის განსაზღვრული დამკვეთის მიერ, რომლის ჰერიოსთვის გადახდაც ევალება დამკვეთს უნაღდო ანგარიშსწორებით.
რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობის მიზნით, აპლიკაციაში მოთხოვნილი სავალდებულო პირადი მონაცემების შევსება;
პირადი მონაცემი - აპლიცაკიაში რეგისტრაციისას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი, ___ ;
დანართი -  ნებისმიერი დოკუმენტი, რაც იქნება განთავსებული პირად ელექტრონულ კაბინეტში, კომპანიის მიერ ან მისი დაშვებით, დანართი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განუყოფელ და შესასრულებლად სავალდებულო ნაწილს;
ინფორმაცია - ნებისმიერი სახის დოკუმენტი, მონაცემი, წერილი, ჩანაწერი და სხვ., რომელიც მოიცავს მხარეთათვის გასაცნობ მონაცემებს;
კონფიდენციალური ინფორმაცია - წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, კონფიდენციალურად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ.

მუხლი 2. ხელშეკრულების მიზანი.

2.1 ჰერიო არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს დამკვეთისა და შემსრულებლის დამაკავშირებელ რგოლს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჰერიო იყენებს თავის პლატფორმას (აპლიკაციას), რომელიც იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას.

მუხლი 3. როგორ მუშაობს ჰერიო

აქ უნდა ჩაისვას შინაარსობრივი მხარე, რომელსაც დავხვეწ იურიდიული ენის შესაბამისად.

მუხლი 4. მხარეთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები

4.1 მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, დაათვალიერონ განცხადებები და გამოეხმაურონ მათ, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში;
4.2 დამკვეთი უფლებამოსილია, აპლიკაციის პლატფორმაზე განათავსოს ვაკანსია, რომლის მიზანია შემსრულებლის პოვნა.
4.3 პლატფორმა ვალდებულია:
4.3.1 მომსახურება გაწიოს ჯეროვნად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად;
4.3.2 იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
4.3.3 დამკვეთის ინფორმაცია გასცეს მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.3.4 შემსრულებლის ინფორმაცია გასცეს მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.3.5 უზრუნველყოს დამკვეთისგან მიღებული, შემსრულებელზე გასაცემი თანხის ანგარიშსწორება შემსრულებელთან, სადაგასახადო ოპერაციის საშუალებით.
4.4 დამკვეთი ვალდებულია:
4.4.1 შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
4.4.2 იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების თითოეულ ეტაპზე;
4.4.3 პლატფორმაზე მიუთითოს ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც ეწევა;
4.4.4 ვაკანსიაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი, გადამოწმებული, ნამდვილი, მისი გამოყენება არ უნდა ლახავდეს რომელიმე პირის უფლებას, აღწერილი საქმიანობა უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული;
4.4.5 ვაკანსიაში მითითებული უნდა იყოს მომსახურების სრული აღწერა, მომსახურების შესასრულებლად გათვალისწინებული დრო, მოთხოვნები შემსრულებლის მიმართ, შემსრულებლის ვალდებულებები, შემსრულებლის შესარჩევად საჭირო კრიტერიუმები, მომსახურების ღირებულება და სხვ.
4.4.6 დამკვეთი ვალდებულია, არ დაუშვას დისკრიმინაცია, პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, კანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგოამრეობის, პოლიტიკური ან/და სხვა შეხედულების გამო ან ნებისმიერი სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს შემსრულებლის თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფასა და ხელყოფას;
4.4.7 დამკვეთი ვალდებულია, განცხადების ტექსტი შეადგინოს ისე, რომ იგი არ შეიცავდეს არანაირი სახის დისკრიმინაციულ დათქმას ან მოთხოვნას. შემსრულებლისთვის განკუთვნილი მოთხოვნები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სამუშაოს შესრულების მიზნებს;
4.4.8 მომსახურების დასრულების შემდეგ, შეაფასოს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურება, რაც გავლენას ახდენს შემსრულებლის რეიტინგზე, შემდგომი მომსახურების გაწევის შემთხვევაში;
4.4.9 დროულად უზრუნველყოს გადასახადების ანაზღაურება ჰერიოსთან, რომელიც მოიცავს შემსრულებლისათვის გადასახდელ თანხას;
4.4.10 დაიცვას კონფიდენციალურობა, არ გასცეს მესამე პირებზე პერსონალური და კომერციული ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ მომსახურების მიღების მიზნებისთვის;
4.4.11 დაიცვას ჰერიოს საავტორო, ინტელექტუალური და სხვა უფლებები;
4.4.12 მიაწოდოს ჰერიოსა და შემსრულებელს სწორი, დეტალური და ზუსტი ინფორმაცია ვაკანსიასთან დაკავშირებით. დამკვეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ინფორმაციის სისწორეზე, სისრულესა და სიზუსტეზე;
4.4.13 წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და ვადებში გადაიხადოს ასანაზღაურებელი თანხები ჰერიოს მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე თანხის გადარიცხვის გზით, საგადახდო სისტემის მეშვეობით;
4.4.14 არ შეცვალოს გამოქვეყნებულ, აქტიურ ვაკანსიაში მითითებული პირობები’
4.5 პლატფორმა უფლებამოსილია:
4.5.1 მიიღოს დამკვეთისგან სრული ინფორმაცია, რომელიც შეეხება ხელშეკრულების საგანს, ან/და საჭიროა მომსახურების სრულად და ჯეროვნად გასაწევად;
4.5.2 დაეყრდნოს დამკვეთისა და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;
4.5.3 მოსთხოვოს დამკვეთს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი სუბიექტი ხელშეკრულების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაზე აპელირებს;
4.5.4 მოსთხოვოს დამკვეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება;
4.5.5 განათავსოს საკომუნიკაციო არხებზე დამკვეთის ლოგო და ინტელექტუალური და საავტორო უფლებებით დაცული ობიექტები, მარკეტინგული მასალები, ინფორმაცია, აწარმოოს სტატისტიკა და სხვა საჭირო კვლევები.
4.6 დამკვეთი უფლებამოსილია:
4.6.1 ჰერიოს აპლიკაციაში განათავსოს ვაკანსიები შემსრულებლების მოძიების მიზნით;
4.6.2 ვაკანსიის შინაარსში დააწესოს მომსახურების პირობები და კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;
4.6.3 თავის შეხედულებისამებრ, ობიექტურად, დისკრიმინაციის გარეშე, შეარჩიოს კონკრეტული ვაკანსიისათვის შემსრულებელი;
4.6.4 მოსთხოვოს შემსრულებელს გარკვეული აღჭურვილობის გამოყენება/ჩაცმა მომსახურების გაწევის პროცესში, თუ ამაზე წინასწარ უთითებს ვაკანსიაშივე, ან თავად უზრუნველყოფს აღნიშნულით. აღნიშნული აღჭურვილობა შესაბამისობაში უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ხასიათთან და საქმის სპეციფიკასთან.
4.7 დამკვეთი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.7.1 წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს მისი ადგილსამყოფელია ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი;
4.7.2 წინამდებარე ხელშეკრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით, მოპოვებული აქვს ყველა აუცილებელი ნებართვა, თანხმობა და გააჩნია წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა და უფლებამოსილება;
4.7.3 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, დაიცავს გარიგების ნებისმიერ პირობას და ვალდებულებას;
4.7.4 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით;
4.7.5 მისთვის ცნობილია, რომ ჰერიოსთვის ყალბი ინფორმაციის წარდგენა, აძლევს პლატფორმას უფლებას, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივად და მოსთხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
4.7.6 მისთვის ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებები სრულად გადადის მის ნებისმიერ შესაძლო უფლებამოაცვლეზე.
4.8 შემსრულებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.8.1 არის სრულწლოვანი (18 წლის);
4.8.2 კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
4.8.3 გააჩნია სრული უფლებამოსილება, იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულ ღილაკზე მონიშვნა გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერას) და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
4.8.4 არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიკოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ მიყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა და ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული ქმედების ობიექტს ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან;
4.8.5 გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
4.8.6 მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია ეკუთვნის მას პირადად, არის ნამდვილი და სწორი და მისი ქმედებები არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესაპე პირის მოტყუებისკენ;
4.8.7 მის პირად მონაცემებს, კერძოდ, სავალდებულოდ შესავსები ველების შევსებით გაცემულ მონაცემებს, გასცემს თანხმობით  წინამდებარე ხელშეკრულენით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
4.8.8 თანახმაა, მისი პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ჰერიომ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში, მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
4.8.9 მას გააჩნია რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და პასუხს აგებს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის შემთხვევაში დამდგარ ნებისმიერ შედეგზე;
4.8.10 პასუხს აგებს მისი ანგარიშით განხორციელებულ მის ნებისმიერ აქტივობაზე;
4.8.11 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისათვის, მისი საქმიანობა და ქმედება შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან;
4.8.12 პლატფორმაზე რეგისტრაციისას წარადგენს შემდეგი სახის ინფორმაციას: ___
4.9 შემსრულებელი ვალდებულია:
4.9.1 შეასრულოს დაკვეთილი მომსახურება;
4.9.2 დაიცვას წესები;
4.9.3 რაციონალურად გამოიყენოს დრო;
4.9.4 არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს კომპანიის მუშაობას და ლახავს მის იმიჯს;
4.9.5 არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
4.9.6 დაიცვას ეთიკა;
4.9.7 გამოცხადდეს მომსახურების გაწევის ადგილზე დროულად;
4.9.8 არ შეუშალოს ხელი სხვების საქმიანობას;
4.9.9 გაუფრთხილდეს კომპანიის საკუთრებას და დაიცვას მისი მატერიალური ფასეულობები;
4.9.10 დაიცვას სისუფთავე და ჰიგიენა;
4.9.11 დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების და სხვა წესები, მოთხოვნები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
4.9.12 იყოს ფხიზელ მდგომარეობაში;
4.9.13 იყოს მოწესრიგებული;
4.9.14 დაიცვას კონფიდენციალურობა;
4.9.15 პატივისცემით მოეპყრას ყველას, ვისთანაც ექნება კავშირი მომსახურების გაწევისას;
4.9.16 არ მოიხმაროს მომსახურების გაწევის ადგილზე თამბაქო, ალკოჰოლი, ნაკროტიკული ან რაიმე სხვა საშუალება.

მუხლი 5. რეგისტრაციის გაუქმება.

5.1 დამკვეთი ან/და შემსრულებელი უფლებამოსილია საიტზე რეგისტრირებული იყოს მანამ, სანამ არ გააუქმებს პირად ანგარიშს;
5.2 პლატფორმა უფლებამოსილია, დაუხუროს ანგარიში დამკვეთს ან/და შემსრულებელს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი.

6.1 წინამდებარე წესები და პირობები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
6.2 წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ან რომელიმე მხარის ინიციატივით, თუ მეორე მხარე არღვევს ან არ ასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.
6.3 წინამდებარე ხელშეკრულების  შეწყვეტის შემთხვევაში, მოხდება ჰერიოს მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურება დამკვეთის მხრივ.
6.4 იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არღვევს ანგარიშსწორების ვადებს, ჰერიო უფლებამოსილია დაუყოვნებლიბ შეაჩეროს მომსახურების გაწევა.

მუხლი 7. ანგარიშსწორების წესი და პირობები.

გთხოვთ, დაწეროთ ანგარიშსწორების წესი და შესაბამისად ჩამოვაყალიბებ პირობებსაც.

მუხლი 8.  კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

8.1 მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ კონფიდენციალურობის ვალდებულებას, რაც ნიშნავს, ხელშეკრულების შედაგად ურთიერთგაცვლილი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ცალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
8.2 კონფიდენციალურობის ვალდებულება ძალაშია როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე მისი შეწყვეტის შემდეგაც, უვადოდ.
8.3 მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შესაძლოა გაფორმდეს დამატებითი კონფიდენციალურობის შეთანხმება.
8.4 თითოეული მხარე ვალდებულია, კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისას გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება, კერძოდმ იზრუნოს მის ხელთ არსებული მონაცემების დაცვასა და გაუმჟღავნებლობაზე.

მუხლი 9. დამატებითი დებულებები.

9.1 ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 მხარეები თანხმდებიან, რომ აქვთ უფლება გამოიყენონ ერთმანეთის ლოგო/დასახელება მარკეტინგული მიზნებისთვის.
9.3 მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, უპირველესად მიმართავენ ხელშეკრულების მხარეებს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საარბიტრაჟო სასამართლოს.