ტოპ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლო ფრილანსერთან

Author image
Salome Mekokishvili
April 16, 2025
Hero big image

დღევანდელ, სწრაფად განვითარებად სამყაროში, ბიზნესებისთვის ახალი საჭიროებები ჩნდება. ინოვაციურობა, ხარჯების ეფექტურობა და სისწრაფე: ეს ის კრიტერიუმებია, რომელთაც სწორედ ფრილანსერები აკმაყოფილებენ. 

გრძელვადიანი კონტრაქტით თანამშრომლების დასაქმება ყოველთვის ნორმა იყო. თუმცა, თანამედროვე ბიზნესები, ხშირად, პროექტებზე სამუშაოდ, გრძელვადიანი თანამშრომლების მაგივრად, ფრილანსერებს ქირაობენ.  

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ, თუ რა უპირატესობები შეიძლება შესძინო ფრილანსერების დასაქმებით შენს კომპანიას 👇

💰ხარჯების ეფექტურობა

ფრილანსერები, გრძელვადიანად დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით, არ იღებენ ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა საოფისე ადგილი, დაზღვევა, გრძელვადიანი კონტრაქტები და აღჭურვილობა.  გარდა ამისა, როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდუალურ დამქირავებლებს, არ უწევთ ფინანსური და ტექნიკური რესურსების მათ ტრენინგებსა და გადამზადებაში ჩადება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. 

⚡სისწრაფე და მოქნილობა

პირველ რიგში, ფრილანსინგის პლატფორმები, მაგალითად, Herio App, Upwork და Fiverr გაძლევთ საშუალებას, სწრაფი ტემპით მოძებნოთ და დაიქირავოთ თქვენთვის სასურველი კადრი, და რაც მთავარია, ნებისმიერი ლოკაციიდან. გრძელვადიანი თანამშრომლების აყვანა და ონბორდინგი კი მეტ დროს და რესურსებს ითხოვს. 

ფრილანსერები თვითმოტივირებულები არიან, სამუშაო სწრაფი ტემპითა და მაღალი ხარისხით შეასრულონ, რადგან მათი სამუშაო დიდწილად არის დამოკიდებული რეპუტაციასა და დამსაქმებლების შეფასებაზე. შედეგად, ფრილანსერები გაცილებით მეტი ენთუზიაზმით უდგებიან დაკისრებული სამუშაოს შესრულებას. 

👨‍💻ექსპერტიზაზე წვდომა

ფრილანსერები თავიანთ კლიენტებს ნიშურ უნარებს სთავაზობენ. ესენი შეიძლება იყოს გრაფიკული დიზაინი, ვებ დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ქოფირაითინგი და სხვ. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიებს არ აქვთ ადამიანური რესურსი და შესაბამისად, არ ჰყავთ ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც კონკრეტულად ერთ სფეროში აქვთ ექსპერტიზა. ასევე შესაძლებელია, კომპანიას არა გრძელვადიანად, არამედ მოკლე ვადით ან ერთჯერადად სჭირდებოდეს მსგავსი ექსპერტიზის გამოყენება. სწორედ აქ ჩნდება ფრილანსერის საჭიროება, რომელიც გარკვეული პროექტის ფარგლებში, თავის უნარებს სრულფასოვნად გამოიყენებს.  

🚀განსხვავებული პერსპექტივა

ფრილანსერი, რომელიც კომპანიის მიერ მოკლე ვადით ან ერთჯერადად არის დასაქმებული, ორგანიზაციაში გარე პირად ითვლება. 

სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ სრულფასოვანი წარმოდგენა კომპანიის ორგანიზაციულ კულტურასა და ყოველდღიურ ოპერაციებზე. გრძელვადიანი თანამშრომლები შესაძლებელია მოექცნენ გარკვეულ ჩარჩოებში და მოსალოდნელია, რომ იდეების გენერირებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს ისინი ან სტერეოტიპულად აზროვნებდნენ, ან სიახლეებს თავს არიდებდნენ. 

ამ შემთხვევაში მოკლე ვადით დაქირავებული პირები, ფრილანსერები, კომპანიებს ახალ და ინოვაციურ იდეებს სთავაზობენ. მსგავსი სიახლეები და განსხვავებული პერსპექტივა ბიზნესების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია და მათ კონკურენტულ უპირატესობასაც კი ანიჭებს. 

🎯კონცენტრაცია ბიზნესზე 

თანამშრომლების დამატებითი აქტივობების შესასრულებლად ფრილანსერების დაქირავება, ამცირებს თანამშრომელთა სტრესს და ზრდის მათი პროდუქტიულობის დონეს. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც შიდა, გრძელვადიანი კონტრაქტით დასაქმებული პირები დაკისრებული სამუშაოებს ფიზიკურად ვერ აუდიან. გადამეტებული სამუშაოები კი მათ ეფექტიანობაზე უარყოფითად აისახება.

პერიოდულად, თანამშრომლების თასქების შესასრულებლად ფრილანსერების დაქირავება კომპანიას ეხმარება, ხელი შეუწყოს თანამშრომლების კეთილდღეობას და ამავდროულად, ფოკუსირდეს ბიზნესის ძირითად საჭიროებებსა და მიზნებზე. 

Microsoft is planning another subscription-free Office release — time to  cancel Microsoft 365? | Laptop Mag
microsoft office

Microsoft-ის გამოცდილება

სწორედ ამ მიდგომას იყენებს წამყვანი კორპორაცია Microsoft-ი.  Microsoft-ის კრეატიული დირექტორი, კენ ცირკეო, მოკლე ვადით ასაქმებს ფრილანსერებს, რათა შეინარჩუნოს გუნდის ეფექტურობა და ჩართულობა. კენ ცირკეო პასუხისმგებელია Microsoft-ის მედია პროდაქშენის დეპარტამენტზე და გამოირჩევა იმ ფაქტით, რომ მან წარმატებულად დააინტეგრირა ფრილანსერების საქმიანობა Microsoft-ის გუნდში. კონკრეტულად, კენის გუნდი ხშირად ხვდებოდა წინააღმდეგობას დედლაინების თვალსაზრისით. ფრილანსინგ პლატფორმების მეშვეობით, კენმა ვიდეო პროდაქშენისათვის ფრილანსერები დაიქირავა. ამ მოქმედებამ შიდა გუნდს სამუშაო შეუმსუბუქა და ერთ-ერთ მიზანსაც წარმატებით მიაღწია: მათ 9 პროფესიონალური ვიდეო მხოლოდ 10 დღეში გამოაქვეყნეს. კენმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები, ეფექტურად გამოიყენა დროის რესურსი და მისცა შიდა გუნდს საშუალება, კონცენტრაცია მოეხდინა გრძელვადიან მიზნებზე. 

აღსანიშნავია, რომ კრეატიული დირექტორი ფრილანსერებით არ ანაცვლებს თავის თანამშრომლებს. ფრილანსერები ხელს უწყობენ გუნდის საქმიანობას და აძლევენ საშუალებას, იმუშაონ ეფექტურად, გადამეტებული გადაღლილობის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში, ბიზნესის საქმიანობაზე დადებითად აისახება. 

ფრილანსერების პერიოდულად დაქირავება ბიზნესებისათვის სტრატეგიული ნაბიჯია, რასაც ჩვენს მიერ ზემოჩამოთვლილი მიზეზებიც ადასტურებს. ექსპერტიზის სწორედ გამოყენება, ხარჯების ეფექტურად განსაზღვრა, სიახლეებთან ადაპტაცია და მოქნილობა, რასაც ფრილანსერების დაქირავება უზრუნველყოფს, ბიზნესებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

იმისათვის, რომ შენთვის სასურველი ფრილანსერი იპოვო, არ დაგავიწყდეს, რომ ეწვიო ჩვენს ვებგვერდს და გაიგე მეტი, თუ როგორ შეიძლება ჰერიომ დაგაკავშიროს ისეთ ფრილანსერთან, რომელიც შენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს 👇

📌აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც აიოეს (IOS), ასევე ანდროიდ (Android) მომხმარებლებისთვის.

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ

გადმოწერე HERIO და იპოვე დროებითი სამუშაოები

Download on the app store button in black and whiteGet it on google play button in black and white