ჰერიო, დროებითი და მოკლევადიანის დასაქმების აპლიკაციაა. რომლის მეშვეობითაც, უსწრაფესად შეძლებ იპოვო ვერიფიცირებული კადრები/ფრილანსერები, როგორც ადგილზე შესასრულებელი, ასევე დისტანციური სამუშაოებისთვის.
აპლიკაციაში რეგისტრაცია და სამუშაოს განთავსება კი შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის.
იმისათვის, რომ შეძლო ჰერიოს გამოყენება, საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც აიოესის (IOS), ასევე ანდროიდის (Android) მომხმარებლებისთვის.
ასევე, აპლიკაციის გამოყენებისას გაივლი შემდეგ ეტაპებს:
- რეგისტრაცია
- პროფილის შევსება
- სამუშაოს განთავსება & პროცესის მართვა
ამ ბლოგში გვსურს დეტალურად მოგიყვეთ ყველა ეტაპზე.
დარეგისრირდი - ხანგრძლივობა (30 წამი)

ჰერიოს გადმოწერის შემდგომ, დაგჭირდება რეგისტრაცია. რომელიც შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის.
- თუ იურიდიულ პირად რეგისტრირდები, უნდა მიუთითო, კომპანიის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მობილური, პაროლი.
- ფიზიკური პირის შემთხვევაში საკუთარი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და პაროლი.
ასევე დაეთანხმე წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“. ამის შემდგომ, მოგივა ექვსნიშნა კოდი, რომლის შეყვანის შემდეგაც სრულფასოვნად გექნება რეგისტრაცია გავლილი.
ამ ეტაპზე, შენ შეძლებ პლატფორმის სრულად დათვალიერებას. აპლიკაციის სანავიგაციო ნავბარის მეშვეობით, შესაძლებელია მოხვდე ყველა ძირითად გვერდზე, რომელიც მოიცავს სამუშაოს დაპოსტვის გვერდს (შუა ღილაკი), განთავსებული სამუშაოების გვერდს (მარცხენა ღილაკი) და პროფილს (მარჯვენა ღილაკი).
განთავსებული სამუშაოების გვერდზე (მარცხენა ღილაკი) შეგიძლია ნახო ყველა შენს მიერ განთავსებული, მიმდინარე თუ დასრულებული სამუშაოები. ასევე შეგიძლია დაფილტრო ან დააკვირდე მიმდინარე სამუშაოების დინამიკას.
თუმცა, იმისთვის რომ განათავსო სამუშაო, საჭიროა პროფილზე საჭირო ინფორმაციის მითითება.
ეს ყველაფერი აუცილებელია როგორც შენი, ისე დასაქმებულის და ჰერიოს ინტერესების დასაცავად. ამ გზით ჩვენ ვზღუდავთ გაყალბებულ ანგარიშებს, ვქმნით ნდობას, ვიცავთ რეგულაციებს და მომხმარებლის მონაცემებს.
შეავსე პროფილი - ხანგრძლივობა (2 წუთი)

ჰერიოზე პროფილის შევსება მარტივია. საჭიროა მიუთითო ის ინდუსტრია, რომელსაც წარმოადგენ და ინფორმაცია შენს შესახებ (ბაიო). ამის შემდგომ უკვე შეძლებ სამუშაოს დაპოსტვას.
თუმცა, იმისთვის, რომ შენი პროფილი განსაკუთრებით მიმზიდველი იყოს ფრილანსერებისა და დასაქმების მაძიებლებისთვის სასურველია სრულად შეავსო ყველა ველი.
თუ ფიზიკური პირი ხარ დაამატე საკუთარი ფოტო. იურიდიული პირის შემთხვევაში - ლოგო.
ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელების (ლინკდინი, ფეისბქუი, ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი) და საკუთარი ვებსაიტის დამატება. ამ ველების შევსება არასავალდებულოა, თუმცა ისინი ზრდიან სანდოობას, პროფილისადმი.
აპლიკაციის გამოყენებასთან ერთად, ავტომატურად განახლდება რამდენ სამუშაოს დაპოსტავ და ჯამურად რა რეიტინგი გექნება, რომელსაც აგროვებ დასაქმებულებისგან. ასევე, პროფილზე გამოჩნდება თითოეული დასრულებული სამუშაო.
შაბლონების შექმნა
თუ ხშირად გჭირდება ერთი და იმავე ტიპის კადრების მოძიება ან ლოკაციაზე გამოძახება, ჰერიო, გაძლევს საშუალებას შექმნა ლოკაციებისა და სამუშაო როლების შაბლონები. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით საინტერესო სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესებისთვისაა.
აი მაგალითად, თუ გაქვს რესტორანი თბილისში და პერიოდულად გჭირდება მიმტანის პოზიციაზე კადრის მოძიება, შეგიძლია შექმნა როლის შაბლონი:
- მიუთითო პოზიციის დასახელება, სამუშაოს აღწერა, საჭირო უნარები, ენები, უნიფორმა და ნებისმიერი დამატებითი საჭიროება.
ასევე, შეგიძლია შექმნა ლოკაციის შაბლონი:
- სადაც მიუთითებ ლოკაციის დასახელებას, ქალაქს, ქუჩას, სართულს, საკონტაქტო პირს და მის მობილურ ნომერს.
შედეგად, განსაკუთრებით მარტივად და სწრაფად შეძლებ, კადრების მოძიებას.
სამუშაოს განთავსება
იმისთვის რომ განათავსო სამუშაო, აპლიკაციის ნავბარში დააჭირე პლიუს ღილაკს. შეგიძლია დაპოსტო:
- ადგილზე შესასრულებელი - ბარმენი, ბარისტა, მიმტანი, კონსულტანტი, მზარეული;
- ფრილანს სამუშაოები - გრაფიკული დიზაინერი, მკვლევარი, ქოფირაითერი და სხვა ფრილანსერი.
🤵🏼ადგილზე შესასრულებელი სამუშაოს განთავსება

თუ პირველად პოსტავ სამუშაოს:
- დააჭირე “ახალი სამუშაოს შექმნა”-ს, მიუთითე სამუშაოს დასახელება და აღწერა - ეს ველები სავალდებულოა. ამის შემდგომ აირჩიე სასურველი უნარები, გამოცდილების დონე, ენები, ჩაცმის ეტიკეტი და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია - ეს ველები ნებაყოფლობითია, თუმცა დაგვეხმარება, რომ საუკეთესო კანდიდატები შემოგთავაზოთ.
- ამის შემდგომ მიუთიტე მისამართი, სადაც გსურს რომ არჩეული კადრი მოვიდეს. ამისთვის, ჩაწერე ლოკაციის დასახელება, ქალაქი, ქუჩის მისამართი, ასევე შეგიძლია დაამატო შენობის სართული და სხვა დეტალები.
თუ უკვე გაქვს შაბლონები შექმნილი, უბრალოდ აირჩიე სამუშაოს დასახელება და ლოკაცია სიიდან.
თარიღები - Herio-ს საშუალებით შეგიძლია სამუშაო განათავსო ერთ ან რამდენიმე დღეს. მაგალითად, თუ 25 და 26 მარტს, 12:00-დან 17:00-მდე გჭირდება ადამიანი, უბრალოდ მიუთითე სამუშაოს თარიღი, დრო და ადამიანების რაოდენობა.
ანაზღაურება - შემდეგ, ჩაწერე საათში რამდენს გადაიხდი და სისტემა ავტომატურად გამოითვლის ჯამურ თანხას, Herio-ს საკომისიოს ჩათვლით.
24 საათის განმავლობაში დაინახავ დაინტერესებულ კანდიდატებს.
მათი ორი ტიპი არსებობს:
- ისინი, ვინც თავად გამოიჩინეს ინტერესი.
- Herio-ს მიერ რეკომენდებული კანდიდატები.
აირჩიე სასურველი კადრი. როდესაც სამუშაოს დრო მოვა და კადრი ადგილზე გამოცხადდება, დაადასტურე მისი მოსვლა.
ამის შემდგომ სამუშაო ოფიციალურად დაიწყება. სამუშაოს ბოლოს კი მოგიწევს კადრის (კადრების) შეფასება.
ადგილზე შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში - იხდი მხოლოდ ნამუშევარი საათების მიხედვით.
💻 ფრილანს სამუშაოს განთავსება

მიუთითე სამუშაოს დასახელება და აღწერა, ასევე შეგიძლია აირჩიო სასურველი გამოცდილების დონე, უნარები და ენები.
აირჩიე პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა:
- თვეზე ნაკლები
- 1-3 თვე
- 3 თვეზე მეტი
ჩაწერე სასურველი ანაზღაურება — ეს არის საწყისი თანხა, რომელიც შესაძლებელია შემსრულებელთან შეთანხმებით დაკორექტირდეს. დააჭირე "გაგრძელებას" და გადახედე საბოლოო დეტალებს. თუ ყველაფერი სწორადაა, განათავსე სამუშაო.
დანარჩენი ჩვენ მოგვანდე!
მაქსიმუმ 24 საათში მიიღებ დაინტერესებული კანდიდატების შემოთავაზებებს. აქაც, ორი ტიპისგან:
- თავად დაინტერესებულები – ვინც განაცხადი დამოუკიდებლად გაგზავნა.
- ჩვენი რეკომენდირებული კანდიდატები – საუკეთესო ვარიანტები, რომლებიც Herio-ს მიერაა შერჩეული.
ასევე, შესაძლებელია WhatsApp-ით დაუკავშირდე კანდიდატებს, განიხილო ანაზღაურება და სამუშაო პირობები, ჩაატარო გასაუბრება და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიო საუკეთესო კადრი.
ჩვენ ვმართავთ კადრის აყვანის, სამუშაოზე გამოცხადებისა და დასრულების პროცესებს.
ფრილანს სამუშაოს შემთხვევაში,, გადახდა ხდება პროექტულად და მხოლოდ Herio-ს გავლით. კონტრაქტს აფორმებ Herio-სთან, რაც უზრუნველყოფს დაცულ და გამჭვირვალე თანამშრომლობას.
დავალების დასრულების შემდეგ, ცვლით ორმხრივ შეფასებას. თუ კანდიდატი მოგეწონება, მომავალში Herio ეცდება, კვლავ მასთან დაგაკავშიროს. 🚀
ასე რომ თუ განიცდი კადრების დეფიციტს, ღონისძიებისთვის პერიოდულად გჭირდება დახმარება ან ფრილანსერს ეძებ, გადმოწერე ჰერიო როგორც აიოეს-ზე (IOS), ასევე ანდროიდ-ზე (Android) და ჩვენ მოგიგვარებთ პრობლემას მარტივად.