იმისათვის, რომ შეძლო ჰერიოს გამოყენება, საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც აიოსის (IOS), ასევე ანდროიდის (Android) მომხმარებლებისთვის.
თუ გსურს ჰერიოს დახმარებით სამსახურების პოვნა, აპლიკაციის გამოყენებისას გაივლი შემდეგ ეტაპებს:
- რეგისტრაცია
- ვერიფიკაცია
- პროფილის შევსება
- სამუშაოზე განაცხადის გაგზავნა
- მუშაობა და ანაზღაურება
ამ ბლოგში გვსურს დეტალურად მოგიყვეთ პირველ სამ ეტაპზე.
დარეგისტრირდი - ხანგრძლივობა (30 წამი)

უკვე გადმოწერე? ამის შემდეგ დაგჭირდება პირველადი მარტივი რეგისტრაციის გავლა. საწყის ეტაპზე აირჩიე რომ სამუშაოს ეძებ და შეავსე ყველა ველი:
- სახელი და გვარი
- პაროლი, რომელიც მინიმუმ 8 სიმბოლოს, ერთ დიდ ასოს და ციფრს უნდა შეიცავდეს
- მობილურის ნომერი, რომელიც ვერიფიკაციისთვის და შემდგომში ანგარიშში შესასვლელად დაგჭირდება.
ასევე დაეთანხმე წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დააჭირე ღილაკს „გაგრძელება“. ამის შემდგომ, მოგივა ექვსნიშნა კოდი, რომლის შეყვანის შემდეგაც სრულფასოვნად გექნება რეგისტრაცია გავლილი.
ამ ეტაპზე, შენ შეძლებ პლატფორმის სრულად დათვალიერებას, განთავსებული სამუშაოების ნახვას, თუმცა იმისთვის, რომ იმუშავო, საჭიროა ვერიფიკაციის გავლა.
რაც აუცილებელია როგორც შენი, ისე დამსაქმებლის და ჰერიოს ინტერესების დასაცავად. ამ გზით ჩვენ ვზღუდავთ გაყალბებულ ანგარიშებს, ვქმნით ნდობას, ვიცავთ რეგულაციებს და მომხმარებლის მონაცემებს.
გაიარე ვერიფიკაცია - ხანგრძლივობა (2-4 წუთი)

ვერიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაციის შესავსებად დაგჭირდება 2-4 წუთი. ქვემოთ განვიხილავთ რა ნაბიჯების გავლა მოგიწევს:
1. სასურველი სამუშაოს ტიპი
აქ ირჩევ როგორი სამუშაოებია შენთვის რელევანტური:
- ადგილზე - სამუშაოზე უნდა მიხვიდე ფიზიკურად. მაგ: ბარმენი, მიმტანი, გაყიდვების კონსულტანტი და სხვა. მსგავსი ტიპის სამუშაოები გათვლილია სტუდენტებზე, სტუმარ-მასპინძლობასა და სერვისში მომუშავე ადამიანებზე, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ კადრებზე.
- დისტანციური - იმუშავებ, როგორც ფრილანსერი - ნებისმიერი ადგილიდან. მაგ: დიზაინერი, ქოფირაითერი, AI ექსპერტი, მკვლევარი, დეველოპერი და სხვა. მსგავსი ტიპის სამუშაოები გათვლილია, როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ფრილანსერებზე. ასევე პროფესიონალებზე, რომლებსაც აინტერესებთ დამატებითი პროექტების აღება თუმცა ჯერ არ უცდიათ.
- მიქსი - აპლიკაციის ფიდზე (feed) გამოგიჩნდება ორივე ტიპის სამუშაოები
2. პირადი ინფორმაცია
- აირჩიე მოქალაქეობა
- მიუთითე დაბადების თარიღი
- აირჩიე სქესი
- პირადი ნომერი - რომელსაც ვიყენებთ შენი იდენტობის დასადასტურებლად
- ანგარიშის ნომერი, რომლის შევსებაც არასავალდებულოა. ამ მონაცემს ვიყენებთ მხოლოდ გამომუშავებული ანაზღაურების ჩასარიცხად.
3. სელფისა და დოკუმენტის ატვირთვა
იმედია არ დაიღალე. დამატებით დაგვჭირდება
- შენი სელფი/ფოტო
- ასევე დაგვჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ შენი იდენტობის დასადასტურებლად.
4. საგადასახადო სტატუსი
თუ გაქვს სპეციალური საგადასახადო სტატუსი (მიკრო ან მცირე ბიზნესი) შეგიძლია გადაიხადო ნაკლები გადასახადი - Herio სთავაზობს მცირე მეწარმეებს გადასახადების შემცირების შესაძლებლობას. შეგიძლია ისარგებლო დაბალი საგადასახადო განაკვეთით (1%-მდე). ამ თემაზე მეტ დეტალებს შეგიძლია გაეცნო RS.ge-ზე
5. მონაცემების გადამოწმება და დასრულება
ყველა ველის შევსების შემდეგ, გადაამოწმე შეყვანილი ინფორმაცია. დარწმუნდი, რომ ყველა მონაცემი სწორია და დააჭირე „გაგზავნას“.
ამის შემდეგ, ჩვენ დაგვჭირდება მაქსიმუმ 24 საათი, რომ ინფორმაციის ნამდვილობა დავადასტუროთ.
ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, შენ შეძლებ სამუშაოებზე განაცხადის გაგზავნას.
პროფილის შევსება
ბაზარზე არსებული სხვა HR პროდუქტებისგან გასნხვავებით, ჩვენ გთავაზობთ დინამიურ პროფილს ან CV-ს, რომელზეც შეძლებ ყველა მოკლე თუ გრძელვადიანი გამოცდილების დაგროვებას და ერთიანი ვერიფიცირებული პორტფოლიოს/სივის შექმნას.
შენს პროფილს ხედავს დამსაქმებელი, როდესაც განიხილავს პოტენციურ კანდიდატებს. ამიტომ ინფორმაციის მაქსიმალურად შევსება სასურველია, შეცვლა კი ყოველთვისაა შესაძლებელი. კარგად შევსებული პროფილი, აორმაგებს შენს შანსებს, დასაქმდე სწრაფად.
თუმცა არსებობს ველები, რომლებიც ავტომატურად ახლდება. ესენია შესრულებული სამუშაოების რაოდენობა, ჯამური რეიტინგი, სამუშაოების ისტორია. პროფილის ფოტო თავიდანვე დაგხვდება (ვერიფიკაციის დროს მითითებული) თუმცა მუდმივად შეგიძლია შეცვალო, ხოლო სახელი და გვარი არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ვერ ცვლი.
ასევე, სურვილის შემთხვევაში, პერსონალურ კაბინეტში შეგიძლია მიუთითო შენი კონკრეტული მისამართი, ელექტრონული მეილი, შეცვალო სასურველი სამუშაოების ტიპი და ა.შ.
რაც შეეხება დანარჩენ მნიშვნელოვან ველებს პროფილზე:
🏭 აირჩიე ინდუსტრია
პლატფორმაზე შეგიძლია ერთი ინდუსტრიის არჩევა, რომელიც შეიძლება იყოს ზუსტი (UX/UI designer, 3D animations, SEO expert) ან ზოგადი (Design services, Consulting, etc.).
თუ შენი პროფესია ნიშურია, ჯობია ზუსტი ინდუსტრია მიუთითო, თუ რამდენიმე სერვისს მოიცავ - აირჩიე ზოგადი. ეს ველი პირდაპირ სიგნალს აძლევს ჩვენს სისტემას, რომ გამოგიგზავნოთ შენზე მორგებული სამუშაოები. ასევე ეხმარება დამსაქმებელს, რომ დაინახოს შენი შესაბამისობა სამუშაოსთან და შენზე შეაჩეროს არჩევანი.
📍 დაამატე შენი ლოკაცია:
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ადგილზე შესასრულებელი სამუშაოებით ინტერესდები. თუ არ მიუთითებთ იმ ქალაქს სადაც იმყოფებით, ჩვენი სისტემა ვერ შეძლებს შესაბამისი დროებითი სამუშაოების შემოთავაზებას.
აქვე, პირად კაბინეტში გაქვს საშუალება მიუთითო საცხოვრებელი მისამართი, რაც საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო ზუსტი და ტერიტორიულად ახლო შთავაზებები მიიღო.
📋 დაამატე პორტფოლიო
ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილი ფრილანსერებისთვისაა. თუ უკვე შექმნილი გაქვს ონლაინ პორტფოლიო (იმის მიუხედავად რომელ პლატფორმას იყენებ), შეგიძლია პორტფოლიოს ლინკი ჩასვა და მისცე საშუალება დამკვეთებს ნახონ შენი შესრულებული სამუშაოები. ასევე, შესაძლებელია პორტფოლიოს მაგივრად, ჩასვა საკუთარის CV-ის ლინკი (თუნდაც გუგლ დრაივზე ატვირთული).
📱 დაამატე სოც მედია
რეგიონალური დასაქმების პლატფორმებისგან განსხვავებით, ჩვენ ვუჭერთ მხარს სრულ გახსნილობას. სწორედ ამიტომ, გაძლევთ საშუალებას, რომ პროფილზე გამოაჩინო ლინკდინის, ფეისბუქის, ინსტაგრამის ან/და ტიქტოკის გვერდები (LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok). რაც პლატფორმის ახალი მომხმარებლებისთვის კარგი საშუალებაა, საკუთარი გამოცდილებების საჩვენებლად. ასე რომ, გირჩევთ, ლინკდინის ლინკი მაინც ჩასვა.
📇 დაწერე შენს შესახებ
Herio-ს "ჩემს შესახებ" სექცია საშუალებას გაძლევს მოკლედ და მარტივად წარმოაჩინო შენი პროფესიული გამოცდილება, მიღწევები და უნარები. კარგად შედგენილი აღწერა ზრდის შანსს, რომ დამსაქმებელი დაინტერესდეს შენით.
რატომ არის ეს სექცია მნიშვნელოვანი? ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას – ეს არის ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც დამსაქმებელი შენს შესახებ ხედავს და მანამ სანამ არ დააგროვებ რეიტინგს და აიღებ სამუშაოებს ჰერიოზე, სწორედ ამ სექციით მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამატებს ინდივიდუალურობას – გარდა სამუშაო გამოცდილებისა და უნარებისა, შეგიძლია უკეთ გადმოსცე შენი ისტორია.
როგორ შეავსო? მოკლედ მიმოიხილე შენი კარიერა:
- რა არის შენი პროფესია/საქმე?
- სად და რა პოზიციაზე მუშაობდი?
- რა იყო შენი მთავარი მიღწევები?
მაგალითად - „მე ვარ სოც მედია მენეჯერი 5 წლიანი გამოცდილებით, ციფრული მარკეტინგის სფეროში. ვმუშაობდი წამყვან კომპანიებთან და წარმატებით ვმართავდი მარკეტინგული კამპანიებს, რისი მეშვეობითაც მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები.“
🎓 დაამატე განათლება
განათლების დეტალების დამატებით შეგიძლია წარმოაჩინო შენი აკადემიური ცოდნა, რაც დამსაქმებლებს დაეხმარება უკეთ გაგიცნონ და გაარკვიონ, რამდენად შეესაბამება შენი ცოდნა მათ მოთხოვნებს. ველში შეგიძლია მიუთითო როგორ დასრულებული, ასევე მიმდინარე აკადემიური სასწავლო გამოცდილებები.
⚙️ დაამატე შენი უნარები
შენს პროფილში აუცილებლად უნდა ახსენო ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც შეგიძლია დამსაქმებელს შესთავაზო. ეს შეიძლება იყოს როგორც პროფესიული უნარები (მაგ., პროექტების მართვა, კოდირება, მენეჯმენტი), ასევე რბილი უნარები (მაგ., კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა).
🌍 დაამატე ენები
იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ბაზარზე გათვლილი პროექტების მოძიება, მაინც გაქვს საშუალება მიუთითო ენები და მათი ცოდნის დონეები შენს პროფილზე. Duolingo-ს ენების რეპორტის მიხედვით, დისტანციურად დამსაქმებლების 70%-ს ამჯობინებს კანდიდატებს, რომლებიც ერთ უცხო ენას მაინც ფლობენ.
სრულად შევსებული პროფილი არა მხოლოდ შენს შესაძლებლობებს წარმოაჩენს, არამედ ზრდის შანსს, რომ მეტად შესაფერისი სამუშაო შეთავაზებები მიიღო და კარიერულად სწრაფად განვითარდე. ამიტომ, არ დააყოვნო და შეავსე შენი პროფილი სრულად!
შემდეგ ბლოგში ფოკუსს გავაკეთებთ უშუალოდ სამუშაოს აღების, დამკვეთთან კომუნიკაციის და ანაზღაურების მიღების დეტალებზე.