ალბათ ხშირად გსმენიათ ტერმინი მცირე ბიზნესი/მეწარმე, მაგრამ რას ნიშნავს მცირე ბიზნესის სტატუსის ქონა, როგორ ხდება ამ სტატუსის მიღება და რა უპირატესობებით გამოირჩევა?
ამ ყველაფერს, პასუხი ჩვენს ბლოგში გაეცემა:
პირველ რიგში განვმარტოთ, რომ მცირე ბიზნესის სტატუსს, ალტერნატიულად მცირე მეწარმის სტატუსსაც უწოდებენ.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის ქვეშ, რის საფუძველზეც იგი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.
🟢რა შეღავათებით ისარგებლებ მცირე მეწარმის სტატუსის მიღების შემთხვევაში:
💰საგადასახადო შეღავათები
თუ მეწარმე ფიზიკური პირი იხდის საშემოსავლო გადასახადს 20%-იანი განაკვეთით, მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში იგი გადაიხდის მხოლოდ 1%-ს.
მცირე ბიზნესის ბუღალტერია შედარებით მარტივია. თუ იგი არ არის დღგ-ს გადამხდელი, ხორციელდება მხოლოდ მარტივი ყოველთვიური მცირე ბიზნესის დეკლარაციის შევსება და დადეკლარირებული თანხის ერთი პროცენტის გადახდა.
🏛 სახელმწიფოს მხარდაჭერა
მცირე მეწარმეობა მნიშვნელოვანი სეგმენტია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. მცირე მეწარმეობის განვითარება ხელს უწყობს დასაქმების ზრდას, შემოსავლების დივერსიფიკაციასა და რეგიონული განვითარების ბალანსს.
✅ ვის შეუძლია მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი
მცირე მეწარმის სტატუსის მიღება შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირს, თუ იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თანხა არ აღემატება 500,000 ლარს და მისი საქმიანობა არ ხვდება მთავრობის 415-ე დადგენილობით განსაზღვრულ საქმიანობებს შორის, რომლის დროსაც აკრძალულია მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება.
❌ ვის არ შეუძლია მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი
კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს მცირე მეწარმის სტატუსს. ასეთ აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:
- ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან ნებართვას (გამონაკლისია მხოლოდ ტაქსის მომსახურება თბილისში)
- სამედიცინო, საადვოკატო, სანოტარო და სააუდიტო მომსახურება
- საკონსულტაციო საქმიანობა, მათ შორის საგადასახადო კონსულტირება
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება
- სათამაშო ბიზნესი
- აქციზური საქონლის წარმოება
- პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება
↗️რა ნაბიჯებია საჭირო, რომ მიიღო მცირე მეწარმის სტატუსი:

იმისათვის, რომ მიიღო მცირე მეწარმის სტატუსი, თავდაპირველად უნდა მიხვიდე იუსტიციის სახლში, გადაიხადო 26 ლარი და დარეგისტრირდე იდივიდუალურ მეწარმედ. სტატუსი გაგიაქტიურდება შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან. ამის შემდეგ უკვე შეგიძლია დარეგისტრირდე მცირე მეწარმედ, ანუ უნდა მიჰყვე მოცემულ ინსტრუქციას:
- პირველ რიგში, უნდა ეწვიო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს, შეხვიდე ელექტრონულ სისტემაში და გაიარო ავტორიზაცია.
- ამის შემდეგ უნდა გახსნა განცხადებების აპლიკაცია (შეგიძლია იპოვო სწრაფი ძებნის საშუალებით). ჩანართში უნდა მიუთითო ‘’ახალი განცხადება’’ და ჩამონათვალში აირჩიო მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება.
- შეავსე განაცხადი, რომელიც რამდენიმე მარტივ ველს მოიცავს.
- სტატუსი ავტომატურად აქტიურდება. ასევე, სტატუსის დასადასტურებლად მიიღებ სერტიფიკატს. რომლის ნახვას შეძლებ განცხადების სტრიქონზე გადასვლით.
მცირე ბიზნესად რეგისტრაციის შემდეგ შენი დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. თუმცა, აქ არ მოიაზრება ყველა ტიპის შემოსავალი. ვგულისხმობთ მხოლოდ იმ ნაწილს შემოსავლების, რომელიც მიღებული სტატუსის ქვეშ გერიცხება. მაგალითად:
მუშაობ სრულ განაკვეთზე, კერძო კომპანიაში, სადაც შენი პოზიცია გაყიდვების სპეციალისტია, ხელფასი კი - 2,500 ლარი.
შენი მეორე პროფესია, გრაფიკული დიზაინია, რა მიმართულებითაც, გადაწყვიტე მცირე ბიზნესის სტატუსის აღება. ასევე, უკვე გყავს დამკვეთი რომელიც შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გიხდის 1,500 ლარს.
ამ შემთხვევაში, შენი ხელფასი, რომელსაც გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე იღებ, სტანდარტული საშემოსავლო წესით დაიბეგრება და ჩაგერიცხება მხოლოდ ხელზე ასაღები თანხა.
ხოლო მეორე შემოსავალი, რომელსაც, როგორც გრაფიკული დიზაინერი იღებ, სრულად ჩაგერიცხება. თავად მოგიწევს დეკლარაციის შევსება და არსებული თანხის 1%-ის, ანუ 15 ლარის სახელმწიფოს სახაზინო ანგარიშზე გადახდა.
⚙️ რა სხვაობაა მცირე და მიკრო მეწარმეობას შორის
მიკრო მეწარმე თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, დაქირავებულ პირთა დახმარების გარეშე ახორციელებს.
მცირე და მიკრო მეწარმეც სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეღავათები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
განსხვავება გვხვდება გადასახადების დაბეგვრაშიც:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან.
მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმისა და აგროტურისტული საქმიანობის შემთხვევაში, თუ 70 000 ლარს გადააჭარბებს.
როგორ იყენებენ მცირე მეწარმეები ჰერიოს
ჰერიოს აპლიკაცია მცირე მეწარმეებს/მცირე ბიზნესსი სტატუსის მქონე ფრილანსერებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:
ჰერიოს აპლიკაციაში შეგიძლია ნახო ისეთი სახის პროექტული სამუშაოები, რომლებიც ისეთ როლებს საჭიროებს, როგორიცაა:
- მარკეტინგის მენეჯერი
- გრაფიკული დიზაინერი
- UX/UI დიზაინერი
- ვებ დეველოპერი
ჰერიოზე რეგისტრაციის შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მიუთითო ხარ თუ არა მცირე მეწარმედ რეგისტრირებული. თუ ჯერ არ ხარ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული, შეგიძლია დაზოგო გადასახადები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც მცირე მეწარმეები ხშირად აწყდებიან, სანდოობის დადასტურებაა. მცირე მეწარმეებმა შეიძლება ვერ დაუდასტურონ ბანკებს, რომ მათი შემოსავალი საიმედოა, რის შედეგადაც ვერ იღებენ სესხს. სწორედ აქ გეხმარება ჰერიო, რომელიც ხელს უწყობს საკრედიტო ქულის გაუმჯობესებას და, რაც მთავარია, ყველა ოპერაცია გატარებულია ჰერიოს პლატორმის მეშვეობით, რაც მცირე მეწარმეს მისცემს საშუალებას, დაამტკიცოს მისი ჩარიცხვების ნამდვილობა და სანდოობა.
გარდა ამისა, თუ ჯერ არ ხარ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული, ჰერიოს გუნდი მზადაა გაგიწიოს კონსულტაცია და მოგცეს რჩევა ტექნიკური დეტალების ნაწილში.
თუ თვითდასაქმებული/ფრილანსერი ხარ და დამოუკიდებლად ეწევი შენს საქმიანობას - ახლა სწორედ ის დროა, გამოიყენო მცირე მეწარმის სტატუსი და ისარგებლო ზემოჩამოთვლილი შეღავათებით.
ასე რომ, გადმოწერე ჰერიო და იპოვე შენთვის საინტერესო შესაძლებლობები. აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის👇
📱iOS